ქართულ-გერმანული ცენტრისა და ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ინიციატივით, ქუთაისში მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
გერმანული ოჯახის, მიულერების დაფინანსებით აღნიშნული აქცია 23-ე წელია იმართება. სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების 21 დასახელების პროდუქტი 270-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო. ჰუმანიტარული ტვირთი თავად გერჰარდ მიულერმა გადასცა ბენეფიციარებს.
საქველმოქმედო ნობათების გაცემის პროცესს, სპორტის სასახლეში, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელი ნანა მეგრელიშვილი დაესწრნენ.