ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე ქუთაისის ტურისტული პოტენციალის კვლევის პრეზენტაციას დაესწრნენ.
საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG, მსოფლიო ბანკის პროექტის „Assessment of Tourism Potential in selected Towns in Armenia and Georgia“ ფარგლებში, ქუთაისის ტურისტული პოტენციალის კვლევას ახორციელებს.
პროექტის მიზანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ანალიტიკური სამუშაოს შესრულებაში, მონაცემთა შეგროვება მიმდინარე ტენდენციების და მომავალი ტურისტული ნაკადის პროგნოზირებისთვის; რეკომენდაციების შემუშავება და პრიორიტეტული აქტივობების განსაზღვრა, თუ როგორც უნდა გაუმჯობესდეს არსებული ინფრასტრუქტურა და სერვისები, განხორციელდეს ახალი პროექტები.
აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია ქუთაისის და გიუმრის (სომხეთი) ტურისტული პოტენციალის შეფასება. შეხვედრაზე პროექტის კონსულტანტმა გიორგი ბრეგაძემ წარმოადგინა პროექტის ანგარიში, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო.