ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის შედეგად მოწესრიგდება სამანქანო გზა, სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები. ასევე N38, N42 და N36 ბინის მიმდებარედ მოეწყობა მწვანე სივრცეები და მისასვლელი გზები.
მიმდინარე სამუშაოები დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ დაათვალიერა.
გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ირაკლი შენგელია იმ ლოკაციებზე იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობა მცირე სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას ითხოვს.
საკრებულოს თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო აღნიშნულ საკითხებს და როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა უკვე დაწყებულია გარკვეული პრობლემების მოგვარება, ასევ მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაგეგმილია ირაკლი აბაშიძის ქუჩის N17-ში მდებარე ბავშვთა ატრაქციონების რეაბილიტაცია.
დღესვე ირაკლი შენგელია, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.