ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბაქარ მახარაძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1.ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობისა და წლის ბოლომდე განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ.
2.კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობისა და წლის ბოლომდე განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ.