ქუთაისში, 27 მაისს სტარტი აიღო დასავლეთ საქართველოს ბეთლაივ მასტერ ლიგის გათამაშებამ, რომელშიც დასავლეთ საქართველოს 20 გუნდი მონაწილეობს.
ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე.
მსგავსი ტიპის ჩემპიონატი დასავლეთ საქართველოში უკვე მეორე წელია ტარდება და წინა წელთან შედარებით გუნდების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა.
27-28 მაისს, ქუთაისში მატჩები გამართეს : ქუთაისის 4 გუნდმა - „სერვალი22“, „გალაკტიკო“, „არესი“, „ბუკია“; მარტვილის, ხულოს, ოზურგეთის, ბაღდათის, ფოთის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ტყიბულის, ზუგდიდის, ხელვაჩაურის, ლანჩხუთის, წყალტუბოს, ზესტაფონის და აბაშის გუნდებმა.
გათამაშება ტარდება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ბეთლაივის ფინანსური მხარდაჭერით. ტურნირის ფარგლებში მატჩები ყოველ შაბათ- კვირას გაიმართება.