შპს ,,ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია” აცხადებს ვაკანსიას მგზავრთა მონიტორინგის სპეციალისტისა და მძღოლის პოზიციაზე. აღნიშნულ პოზიციებზე საჭირო კრიტერიუმების და დოკუმენტების ჩამონათვალი :
მგზავრთა მონიტორინგის სპეციალისტის ვაკანსიაზე საჭირო დოკუმენტაცია
კომპანიის საქმიანობს მოკლე აღწერილობა:
ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგენილი სვლაგეზებით მგზავრთა გადაყვანა.
სამუშაო დრო: 08:00სთ-22:00სთ
განაკვეთი: სრული/არასრული
ძირითადი მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქე
- ასაკი სასურველია 18 –ქალი 60წ / კაცი 65წ
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
- ცნობა ნარკოლოგიურიდან აღრიცხვიანობისა და მოხმარების შესახებ.
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ
- საშუალო განათლება/პროფესიული განათლება
- უპირატესობა მიენიჭება მსგავსი ტიპის სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
აპლიკანტის ძირითადი მოვალეობები:
- მგზავრობის ღირებულების გადახდის კონტროლი
- გამოავლინოს უბილეთო მგზავრები
- შეადგინოს საჯარიმო ქვითარი კანონის შესაბამისად
- მგზავრებს განუმარტოს კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობა
- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იყოს თავაზიანი
- მგზავრთა მონიტორინგის სპეციალისტის მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პროგრამების ცოდნა ელექტრონულ მოწყობილობაზე
- შესაბამისი ელ. მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
- დისციპლინირებულობა
- პუნქტუალურობა
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- კომუნიკაბელურობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ჰიგიენის დაცვა
მძღოლის ვაკანსიაზე საჭირო დოკუმენტაცია
კომპანიის საქმიანობს მოკლე აღწერილობა:
ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგენილი სვლაგეზებით მგზავრთა გადაყვანა.
განაკვეთი: სრული/არასრული.
ძირითადი მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქე
- ასაკი: 25 –ქალი 60წ / კაცი 65წ
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
- ცნობა ნარკოლოგიურიდან აღრიცხვიანობისა და მოხმარების შესახებ.
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
- „დ“ კატეგორიის მართვის მოწმობა
- ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ.
- მსგვას პოზიციაზე მუშაობის ,არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ცნობის სახით.
- არ უნდა ეწეოდეს სხვა ისეთ საქმიანობას რომელიც შეუთავსებელი იქნება აღნიშნული სამსახურისათვის.
აპლიკანტის ძირითადი მოვალეობები:
- სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა
- მგზავრთა კომფორტული გადაყვანა
- სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური სახელმძღვანელოს ცოდნა.
- უშუალო ხელმძღვანელზე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
- ხელმძღვანელი პირის დავალებების შესრულება
- შრომითი განაწესის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
- საშუალო განათლება/პროფესიული განათლება
პიროვნული მახასიათებლები:
- დისციპლინირებულობა
- პუნქტუალურობა
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ჰიგიენის დაცვა