ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ
2️⃣ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის № 34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“