ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-19 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა. სხდომას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
✔ საკრებულოს მიერ დამტკიცებული იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები,რომლის მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე საკრებულოს წევრის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მისთვის განისაზღვროს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები, აგრეთვე ხელი შეუწყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობების ღირსეულად, მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად შესრულებას, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების ამაღლებას, საკრებულოს წევრის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვას.
✔ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის გაწეული მუშაობის ანგარიში ( 2021 წლის დეკემბერი - 2023 წლის მაისი) რომლის მთავარი მიზანია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისა და მერიის თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება.
✔ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების მიერ დამტკიცებული იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხა.
✔ ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის N34 დადგენილებაში. რომლის თანახმადაც დამტკიცებული იქნა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის(ოქმის) ფორმები, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვაანგარიშგების წესი. გადაწყვეტილების თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციას“ მიენიჭა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს იმ პირებს ვინც მოახდენს მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტების, მათ შორის, საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, გარესამეთვალყურეო კამერების განზრახ დაზიანება ან განადგურებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურებას.