პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
🎈 world vision საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
- „მინდა ავღნიშნო, რომ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვთა უფლებების დაცვა და მათზე ზრუნვა. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ყველა ბავშვს ქონდეს ისეთი გარემო, რომ იცხოვრონ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, რათა შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გილოცავთ ყველა პატარას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა. გისურვებთ იყოთ ჯანმრთელები, ლაღები, ბედნიერები, წარმატებებზე ორიენტირებულები.
თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალის გარანტიაა.“
-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.