საქართველოს წითელი ჯვრისა და ქუთაისის მერიის ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ და წითელი ჯვრის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა ნინო ავალიანმა, უკრაინელ ბავშვებს სათამაშო და გასართობი საშუალებების სასაჩუქრე ყუთები გადასცეს.
აღნიშნული ხასიათის საქველმოქმედო აქციას საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაცია პერიოდულად მართავს ქუთაისის მერიასთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.