სსიპ ქუთაისის N 45 საჯარო სკოლაში, სასკოლო ფესტივალი "STEAM-FEST 2023"კვირეული დაიწყო.
"STEAM" სწავლების მეთოდი ინოვაციურია და კეთებით სწავლებას ითვალისწინებს, რის შედეგადაც იზრდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების ჩართულობა და ისინი ემზადებიან იმ გამოწვევებისთვის რასაც თანამედროვე სამყარო სთავაზობს.
ტერმინი "STEAM" 2021 წლიდან გამოიყენება და ამ მეთოდით ხელოვნების, ინჟინერიის, მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერების სწავლებას ითვალისწინებს.
აღნიშნული მეთოდი მოსწავლეებს ეხმარება მოახდინონ საგნობრივი ცოდნის სინთეზი, დაინახონ საგანთა შორის კავშირი, შექმნან და დააპროგრამონ მარტივი მექანიზმები.
კვირეულის ფარგლებში დღეს გამოფენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი მარტივი მექანიზმები და კონსტრუქციები. ასევე "STEAM" თემატიკაზე წარმოდგენილი თეატრალური პერფომანსი .