ადგილობრივი თვითმმართველობა, საკრებულოს სტრუქტურა და საქმიანობა - აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ დღეს, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ლექცია წაიკითხა.
ლექციაზე ასევე განხილული იყო მუნიციპალური ორგანოების მუშაობა, საკრებულოს სტრუქტურა, საქმიანობა და დეპუტატების უფლებამოსილება.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საჯარო მოხელეები გადამზადებას ამ დროისთვის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გადიან.
ქუთაისის საკრებულოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანო აქტიურად არის ჩართული საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესში.
ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ხდება გამოცდილების გაზიარება და პროფესიული ცოდნის განვითარება.