საქართველოს დამსახურებული არტისტის, ლამარა ვაშაკიძის საიუბილეო საღამო დღეს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა.
️ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის 90 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მხარისა და ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ლამარა ვაშაკიძეს 150-ზე მეტი თეატრალური როლი აქვს შესრულებული და მისი სასცენო მოღვაწეობა 65 წელს ითვლის. იგი საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერია.