ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი პირველ საჯარო სკოლაში იმერეთის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესების, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებს, მოისმინეს მოსაზრებები სკოლაში არსებული გამოწვევების შესახებ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად , აგრძელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც მათი მაქსიმალური ჩართულობით, სქემის დახვეწას გულისხმობს.