ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის 28 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე მამუკა რიჟამაძე უძღვებოდა.