ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ქალაქის მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი .
მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა ქუთაისის მერიის დაფინანსებით და ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილების ორგანიზებით, 2015 წლიდან ტარდება.
მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის მიზანია შემოქმედებითი უნარების მქონე მოსწავლეთა წარმოჩენა და მათი წახალისება.
ოლიმპიადა ტარდება ქართული ესტრადის, ქართული ხალხური სიმღერის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ქორეოგრაფიის ჟანრებში.
საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს ქალაქის მერმა ფულადი ჯილდოები და მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადისთვის დაწესებული სპეციალური პრიზები გადასცა.