ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-20 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
✔ საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, კერძოდ. დაკორექტირდა საქართველოს მთავრობის 26/12/2022 წლის N2435 და საქართველოს მთავრობის 20/01/2023 წლის N116 განკარგულებები. საბიუჯეტო სახსრების ნაწილში განხორციელდა პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადატანა და აგრეთვე შემოსავლები და ხარჯები გაიზარდა 180,1 ათასი ლარით.
✔ საკითხის თანახმად ცვლილება შევიდა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართულ ოცნების" შემადგენლობაში. საკუთარი განცხადების საფუძველზე, ფრაქციას დაემატა ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, მიხეილ გიორგაძე.
✔ ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის № 12 და 2021 წლის 3 დეკემბრის №13 განკარგულებაში, რომლის თანახმადაც 13 წევრით განისაზღვრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა.
✔ ცვლილება შევიდა საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის № 347 განკარგულებაში რაც, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021 – 2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტებში ცვლილებას ითვალისწინებს.მიმდინარე წელს აღნიშნული ფონდიდან ქუთაისში 18 პროექტი განხორციელდება, რომლის ღირებულებაც 17,234,533,00 ლარს შეადგენს.
✔ სხდომაზე დამტკიცებული იქნა, მდგრადი განვითარების მიზნების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დოკუმენტი. მდგრადი განვითარების მიზნების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დოკუმენტი ეხება მდგრადი განვითარების 3 განზომილებას − ეკონომიკურს, სოციალურსა და გარემოსდაცვითს. იგი წარმოადგენს იმ მიზნების, ამოცანებისა და ინდიკატორების ადგილობრივ განსაზღვრებას, რომლის შესაბამისადაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საქმიანობის დაგეგმვას 2030 წლამდე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 23 იანვრის №14 ბრძანებით შექმნილი მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე წარდგენილ იქნა მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვის გეგმა, რომელიც ერთხმად იყო მოწონებული საბჭოს წევრების მიერ.
✔ ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხასა და გეგმაში. ( 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულება, 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულება)
✔ თანხმობა მიეცათ ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი №53ბ-ში მცხოვრებ მოქალაქეებს პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით,2 (ორი) წლის ვადით სარგებლობაში