დღეს სრულდება ჰაკათონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია! იჩქარეთ!
CITYTHON ქუთაისში 21-22 ოქტომბერს ჩატარდება. 36 საათის განმავლობაში ჰაკათონის მონაწილეები ქალაქში არსებული პრობლემების კრეატიულად და ინოვაციურად გადაჭრას ეცდებიან.
საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები;
ინფრასტრუქტურა;
საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პარკირება;
მშენებლობა და ქალაქდაგეგმარება;
ეკოლოგია და გარემოს დაცვა;
უსაფრთხოების სერვისები;
სოციალური მომსახურება;
ეს ის თემებია, რომლის გარშემოც მონაწილეები ახალ და ინოვაციურ პროტოტიპებს შექმნიან.
ჰაკათონი ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის პროექტის “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში, USAID/Georgia ის მხარდაჭერით.
თარიღი: 21-22 ოქტომბერი
ასაკი:16 +
ლოკაცია: ქუთაისი
დარეგისტრირდი:
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა - 17 ოქტომბერი.