ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის“ .
პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ქუთაისის მაცხოვრებლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორისთვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სერვისების გასაუმჯობესებელი ინოვაციური შესაძლებლობების შესამუშავებლად.
აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქალაქში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისაკენ მიზანმიმართული პროექტები, რომლებიც მაქსიმალურად ბევრ მოქალაქეზე იქნება ორიენტირებული. კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ შესაბამის გრანტს პროექტების განსახორციელებლად.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე :