გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ესწრებოდნენ.
სტუმრებმა კადეტებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებაზე კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა წარმოადგინა.