ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის № 79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2.ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის №31-სა და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ