ქუთაისში რუსთაველის 120 ნომრის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე მოეწყობა, საბავშვო ატრაქციონები, ახალი ძელსკამები, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. სკვერში მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილეებმა მოინახულეს.„ წელს ეტაპობრივად 10 სკვერი მოეწყობა, თანამედროვე დიზაინით და ინფრასტრუქტურით. სარეკრეაციო ზონების სიმრავლე ქალაქებში უმნიშვნელოვანესია“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
სკვერის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ ნიუ სთაილი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 234 000 ლარია.