ქუთაისში აქტიურად დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოები. ქალაქში 1500 ძირი ვარდი ირგვება.
აქედან 1000 ძირი რუსთაველის გამზირზე, 500 კი სხვადასხვა უბნებში.
დეკორატიული ხე-მცენარეების დარგვა უკვე დაიწყო და დაირგო 80 ძირი კიპაროსი, 10 ნეკერჩხალი, 80 ტუია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ქალაქ სერვისი“ აწარმოებს. ქალაქში გამწვანების სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.