ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით. საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოებს ასრულებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური. მიმდინარეობს როგორც შენობების შიდა პერიმეტრის შეწამვლა, ასევე სათამაშოების მექანიკური დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. დაყოვნების დროის ( 24 საათი) გასვლის შემდეგ კი მოხდება შენობების გენერალური დასუფთავება. სადეზინფექციო სამუშაოები დღეს დილით დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ქალაქის ყველა საბავშვო ბაგა- ბაღს.