ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი პროექტი და პროექტით განსაზღვრული საკითხები განიხილა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. დღის წესრუგი: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის N133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიისგან გრანტის მიღების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ჭიღვარიასათვის თანხმობის მიცემის შესახებ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ბიუროზე განხილული საკითხები, დასამტკიცებლად საკრებულოს რიგით 29-ე სხდომაზე იქნება წარდგენილი.