სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. სამხედრო ლიცეუმში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას. კადეტებმა წარმოადგინეს ლიტერატურული პერფორმანსი „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“. საქართველოს პრეზიდენტმა წარჩინებული კადეტები დააჯილდოვა. საგანგებოდ ამ დღისთვის სამხედრო ლიცეუმში კადეტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.