ქუთაისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა კრივში. ღონისძიების ორგანიზატორია კრივის ფედერაცია , მხარდამჭერი - ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება. ჩემპიონატის გახსნას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, საკრებულოს წევრი ოთარ ლორთქიფანიძე , ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე .დაესწრნენ. ჩემპიონატი 23 თებერვალს დაიხურება. შეჯიბრში ის სპორტსმენებიც გამოვლინდებიან , რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.