ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის HIP HOLDING-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიის მიერ ქუთაისში განსახორციელებლი პროექტის და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
HIP HOLDING ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მეორადი პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას გეგმავს. ამ მიზნით ქალაქში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 300 ადამიანი დასაქმდება.