ამინდის გაუმჯობესებისთანავე ქალაქში დაიწყო ინტენსიური სამუშაოები გზებზე არსებული ორმოების შესაკეთებლად. უკვე დასრულდა გზების ორმოული შეკეთება რამდენიმე ქუჩაზე. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ფოთის ქუჩაზე. გზების დაზიანებული ადგილების შეკეთება პერიოდულად მოხდება და პროგრამა წლის ბოლომდე იმუშავებს.