ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე მერი დავით ერემეიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დიეგო კოლასს შეხვდნენ.
ელჩი ახალი დანიშნულია და ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო.
„საფრანგეთის ელჩის სტუმრობა დიდი პატივია ქუთაისისთვის. ჩვენ საფრანგეთთან ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი იქნება“ - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. დიეგო კოლასმა მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.