გრძელდება შიდასაუბნო გზების მოწესრიგების სამუშაოები. მიმდინარეობს მახვილაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ქუჩაზე დაიგება ასფალტის საფარი, მოწესრიგდება ღვარსადენი სისტემა, ფეხით სავალი ნაწილი.
საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ელეონორა არჩაიამ მოინახულეს.
მახვილაძის ქუჩის რეაბილიტაციის ღირებულება 900 000 ლარამდეა და ივნისის თვისთვის დასრულდება . სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს.