ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერის მოადგილეებმა დავით ერემეიშვილმა და იუზა უგულავამ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა იმედა საღინაძემ საგზაო- სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. გუგუნავას ქუჩაზე შიდაკვარტლური გზის საფარის აღდგენითი სამუშაო და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს.
„ცენტრალური ქუჩების პარალელურად ვაკეთებთ შიდა საუბნო გზებსაც. გუგუნავას ქუჩის ამ შიდაკვარტლური გზის მოწესრიგებისათვის 681 ათასი ლარია გამოყოფილი. გზის საფარის მოწესრიგებასთან ერთად, აქ გაკეთდება სანიაღრე სისტემაც“ - აღნიშნა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
საგზაო სამუშაოებს კომპანია „დაგი პლიუსი“ ასრულებს და ივნისის დასაწყისისთვის დასრულებული იქნება.