ქუთაისის სპორტის მუზეუმში ცნობილი მორაგბის შაკო ქურციკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ქუთაისში რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და დამსახურებული მწვრთნელის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. ხსოვნის საღამოს გარდაცვლილი სპორტსმენის ოჯახის წევრები, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და ვეტარანი სპორტსმენები დაესწრნენ. შეხვედრაზე შაკო ქურციკიძის სპორტულ ცხოვრებისა და მოღვაწეობას შესახებ ისაუბრეს.