„ახალგაზრდა ლიდერთა ზამთრის სკოლა 2020 “-მა სტარტი აიღო! ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებული ყოველწლიური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეების პირველი ნაკადი დღეს ბაკურიანში გაემგზავრა. 18-დან 26 წლამდე 100 ქუთაისელი ახალგაზრდა, 12-დან 22 თებერვლის ჩათვლით, „ლიდერთა ზამთრის სკოლაში“ საინტერესო და მრავალფეროვან დღეებს გაატარებენ და ლიდერთათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.