ქუთაისის მერიაში, მიმდინარე წელს, ერთიანი სტანდარტით, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების ახალი პროექტი განხორციელდება. პროექტის ფარგლებში იქმნება ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც სამ ძირითად სისტემას გააერთიანებს: ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების, ონლაინ განცხადებების მართვისა და გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემას. პროექტის განხორციელების მიზნით ქუთაისის მერიასა და ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ქუთაისის ვიცე-მერს დავით ერემეიშვილს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ვახტანგ ჭედიშვილი და პროექტის კოორდინატორი თემურ კაკრიაშვილი შეხვდნენ და პროგრამის შესახებ ისაუბრეს. ქუთაისის მერიაში აღნიშნული სისტემის შექმნაზე ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ბიზნეს- ანალიტიკოსი გიორგი რაზმაძე მუშაობს.