ქუთაისში "დავითობას" აღნიშნავენ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, ქუთაისის მერიის ორგანიზებით. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტის მაჟორიტარებმა და კადეტებმა პატივი მიაგეს დავით აღმაშენებლის ძეგლს და საფლავს. საზეიმო წირვა აღევლინა გელათის სამონასტრო კომპლექსში. გელათის აკადემიაში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფოტო-გამოფენა ,,გალობის გელათური სკოლა" მოეწყო. ასევე, გაიმართა ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის ფოტო-გამოფენა. მოეწყო საჯარო ლექციები.