ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია და თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე დღეს კლინიკა "ბომონდის" დამფუძნებელს, ქუთაისი ნიუპორტის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეს, მამუკა მიქაძეს შეხვდნენ.
კლინიკა "ბომონდი" აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო აქციებში და სისტემატიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რისთვისაც მას ირაკლი შენგელიამ და რამაზ ჩხიკვაძემ მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.