ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ მოქალაქეებს ერთი წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოების ანგარიში გააცნო.
ანგარიშში წარმოდგენილი იყო საკრებულოს მიერ ჩატარებული სხდომები, მიღებული დადგენილებები, განკარგულებები და ბრძანებები.
საკრებულოს თავმჯდომარემ წარმოდგენილ ანგარიშში ასევე ქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და მხარდაჭერილ პროექტებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა იმ სოციალურ პროგრამებზე, რომელიც 2019 წელს საკრებულოს მიერ იქნა მიღებული.
2019 წელს, საკრებულოს მიერ მხარდაჭერილ პროექტებს შორის ნიკოლოზ ლატარიამ განსაკუთრებული ყურადღება ავტომობილების ქარხნისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა ეს იქნება ქალაქიდან ჭკვიანი კადრების გადინების შეჩერების მთავარი ბერკეტი.
საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე იმ საქველმოქმედო ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც მისივე ინიციატივით ხორციელდება.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რამაზ ჩხიკვაძე, ირაკლი შენგელია, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.