ქუთაისში, 2020 წელს 10- ზე მეტი სპორტული მოედანი მოეწყობა. აქედან 9-ზე უკვე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერები.
საკონკურსო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისში კონკრეტულ მისამართებზე სპორტული მოედნები უნდა მოაწყოს. პროექტის საერთო ღირებულება 363 116 ლარს შეადგენს. კომპანიები, რომლებიც მოიპოვებენ პროექტის განხორციელების უფლებას, ვალდებულები არიან, ქუთაისის ხუთ უბანში, კერძოდ - სულხან-საბას, ნიკეას, კახიანოურის, ავტოქარხნის, ვაკის უბნის და გამარჯვების ტერიტორიებზე, ახალი სპორტული მოედნები მოაწყოს. ჯამში, აღნიშნულ უბნებში ცხრა მოედანი მოეწყობა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები იანვრის ბოლომდე გამოვლინდებიან.