ქუთაისში, შობის დღესასწაულზე, ტრადიციული საშობაო მსვლელობა მოეწყო. ანსამბლ ,,ნაი-ნაის" წევრები და მე-12 სკოლის მოსწავლეები „ალილოს“ სიმღერით ქალაქის ქუჩებში დადიოდნენ და ურმებზე საშობაო ნობათს აგროვებდნენ.
ალილოს მსვლელობას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ. შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ დალოცა. მეალილოეების მიერ შეგროვებული ნობათი დღის ცენტრებს და მოხუცთა თავშესაფარს გადაეცემა.