ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ 2019 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. ახალგაზრდობის სფეროში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელ ღონისძიებას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ლევან კინწურაშვილი საკრებულოს კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე და ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ კვიცარიძე დაესწრნენ. ანგარიშის წარდგენის შემდეგ ის ახალგაზრდები დააჯილდოეს, რომლებმაც გაიმარჯვეს ქუთაისის თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსში და თავიანთი პროექტები წარმატებით განახორციელეს.