ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია უძღვებოდა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა დღის წესრიგის პროექტი და პროექტით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს:
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის N74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის № 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინფორმაცია 2019 წლის ათ თვეში გაწეული მუშაობის თაობაზე
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ინფორმაცია 2019 წლის ათ თვეში გაწეული მუშაობის შესახებ
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მარტის №61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
- „ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირის N10, ნაკვეთი N1-ში (ს/კ N03.05.24.182) მდებარე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სტილ საქართველოს“ კუთვნილი მიწის ნაკვეთში, სასაწყობე შენობის, ხიდური ამწით მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N196 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
- ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში მდებარე (ს/კ 03.01.23.762) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბიგ სერვისის“ საკუთრების მიწის ნაკვეთში საავტომობილო წარმოების ქარხნის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე.