ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული,ზვიად შალამბერიძე, ქუთაისი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს წევრი მერაბ კვიცარიძე ქალაქ კირიათ-ბიალიკის მერს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სტუმრებმა ქართველი და ებრაელი ხალხის საუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრეს. ასევე გაჟღერდა ახალი იდეა, კონკრეტულად კი მერაბ კვიცარიძის ინიციატივით მომდევნო წელს ქალაქ კირიათ-ბიალიკში შოთა რუსთაველი ბიუსტი დაიდგმება.