ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
- ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- ქალაქ ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩა N41-ში მდებარე (ს/კ 03.01.23.762) შპს „ბიგ სერვისი“-ს საკუთრების მიწის ნაკვეთში განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ
- ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირის N10,ნაკვეთი N1-ში (ს/კ N 03.05.24.182)მდებარე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “სტილ საქართველოს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთში, სასაწყობე შენობის, ხიდური ამწით მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N 196 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მომსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- “ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მარტის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.