ქუთაისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციას ქალაქ ინგტინის პოლიტიკური და იურიდიული მდივანი, ინ ძიენძე ხელმძღვანელობს. ჩინელი სტუმრები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარიამ, მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ და იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა მიიღეს.
დელეგაციის წევრებს იმერეთის ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია მოუწყვეს. ჩინური მხარე დაინტერესებულია იმერეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციას შორის გაცვლით პროგრამების შესახებ.
სტუმრებმა და მასპინძლებმა შეხვედრის შემდეგ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.