ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
გიორგი ჭიღვარია მე-7,მე-19, მე-12 და 21-ე საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. მერის განცხადებით სწავლის დაწყებამდე სკოლებში მიმდინარე ყველა სამუშაო დროულად უნდა დასრულდეს, რათა მოსწავლეებს შესაბამისი გარემო დახვდეთ. ამ ეტაპზე ქუთაისში 19 საჯარო სკოლის შენობა წესრიგდება, სამუშაოები მთავრობის განკარგულებით 2 მლნ ლარითაა დაფინანსებული. სკოლებში სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს, წესრიგდება სველი წერტილები, სპორტ დარბაზები და სრულდება გადახურვის სამუშაოები.