ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მერის მოადგილე ავტოქარხნის დასახლებაში რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ კვიცარიძესთან და საბინაო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.
შეხვედრაზე ადგილზე არსებული მდგომრეობა განიხილეს, მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის თუ სოციალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. დავით ერემეიშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად განაგრძობს მოქალაქეებთან შეხვედრებს და დიალოგის რეჟიმში მოისმენს ყველა იმ საჭირო და პრობლემატურ საკითხს რაც მოსახლოებას აწუხებს.