კამპანიის "თანასწორობა გვჭირდება" მიზანია, ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემშლელი ბარიერებისა და არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ამ საკითხზე დღეს ქუთაისში დისკუსია გაიამართა, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ მიიღო.
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ინტერაქციულ სოციალურ პერფორმანსს. მათ ასევე მიიღეს საყურადღებო ინფორმაცია საქართველოში ქალების ეკონომიკური გაძლიერების ბარიერებსა და მათი მოგვარების პოლიტიკურ ხედვებზე.
კამპანია წარმოაჩენს იმ ხილულ თუ უხილავ ბარიერებს, რომლებსაც აწყდებიან ქალები ეკონომიკური გაძლიერების გზაზე და ხელს უწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების არასაკმარისი ჩართულობის შესახებ.
კამპანია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, "გენდერული თანასწორობისათვის" გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.