ახალი პროგრამა გენდერულ საკითხებზე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კიდევ ერთი ახალი პროგრამის წარდგენა მოეწყო. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მასშტაბით, იწყება ახალი პროგრამა “ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“(2020-2023), რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (un women) და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის 6 ქვეყანასთან ერთად. . შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი , ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, პროგრამის კოორდინატორი მარიკა ქურდაძე. შეხვედრზე პროექტის ფარგლებში იმერეთში დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები მიმოიხილეს.