ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მე-15 რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია უძღვებოდა მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დაესწრო. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილა. დღესვე ძალადაკარგულად გამოცხადა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 ივნისის N153 დადგენილება. ასევე ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში.